0

11 აპრილი, 2009 წ. გასვლითი მიტინგი რუსთავი 2-ის შენობასთან

Posted by zurriuss on 5:45 AM in

(პოლიტიკოსთა გამოსვლებს, აუცილებლობის გარდა, არ გავშიფრავ, რადგან ყვლას დედააზრი სააკაშვილის გადადგომაა)
რა თქმა უნდა, ისევ ცივა. ხალხიც ბლომადაა შეკრებილი. უი, შალვა ლაპარაკობს. როგორც იქნა, მისი ოცნება ოპოზიციის მოთხოვნას დაემთხვა და ახლა მთელი ხმით ქადაგებს მიშას გადადგომის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. კიდევ გამყრელიძემ და ბათიაშვილმაც ისაუბრეს, მაგრამ ტექსტი იგივეა და აღარ ღირს გამეორება. ამასობაში დავითაშვილი გამობუნჩულდა ტელევიზიის შენობიდან და ხალხს საზოგადოებრივ არხზე მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ ამცნობა. მეტი არაა ჩემიმ მტერი, ყველას გაგო ამ განცხადების შინაარსი, მაგრამ კარგი რამ ხომ თქვა? _ ამას ის ადასტურებს, რომ ყვირილით და გაბრაზებული სახით არ ულაპარაკნია, _ ხოდა ყველა ათრთოლდ სიხარულისგან. “გრეჩიხამ” ჟურნალისტიკსა და ჟურნალისტების საკუთარი განმარტება გააკეთა. მერე რა, რომ კარგი ჟურნალისტი, მისი თქმით, უნდა იყოს ობიექტური. რომ მისდამი კრიტიკულ ჟურნალისტებს ვერ იტანს, ამას არც მალავს. ახლა რუსთავი 2-ის შენობისკენ დაძვრას აპირებენ. 
ჩვენში დარჩეს და, ხალხში მაინც არ არის ისეთი მუხტი, როგორიც წინა უშველებელ მიტინგებზე იყო, ან, თუნდაც, “ვარდების რევოლუციის” დროს.
დაიძრნენ და წამოვიდა ხალხის ლავა... ამოავსო კოსტავა, გადაწვდა პეკინს და მოაშთო ყოველი უდროოდ მიტოვებული მანქანა. გადაირია პატრული. გადაუკეტეს სული, მაგრამ რა ექნა? უბრძანეს, არ გაეკაროო და რას იზამდა... პეკინზე სვეცსკი და ძააააააან ქუუუუუუუული მაღაზიებიდან გაკვირვებული სახეები მზირებოდნენ. ვაჟა-ფშაველაზეც ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა იყო. მცირე პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც მიტინგზე შსს-ის პირები გამოჩნდნენ მანქანით. კიდევ კარგი, რომ ლიდერებმა დროზე შეაჩერეს ბრბო და არ ჩააღეჭინეს საცოდავი მანქანა თავის ხალხიანად. 
ამასობაში რუსთავი 2-ის შენობასაც მივაღწიეთ. წვიმამაც მოაღწია ჩვენამდე. გია მაისაშვილმა აიღო მიკროფონი და მოჰყვა თავის მართლებას, რომ წინა დღეს სააკაშვილისათვის დედის შეგინება აზრადაც არ მოსვლია და ბლა ბლა ბლა... ისე დამღალა მისმა ზეემოციურმა და გაუგებარმა საუბარმა, რომ ვიფიქრე, შენობის წინ მეტროს გვირაბია, ეს ამოდენა ხალხი ერთად რომ ახტეს, ასფალტს ჩაანგრევს და რელსებზე აღმოჩნდება. ხალხსაც მაგარი დატანჯული სახე აქვს. ვატყობ, უსიტყვოდ ეთანხმება ჩემს ფიქრებს. 1 საათში აქცია ისევ რუსთაველისკენ გაემართა.

ცხოვრება მშვენიერია


ხალხის ტალღა რუსთავი 2-ის შენობისკენ დაიძრა


აქედან იწყება გამვლელთა და თვითმხილველთა შთაბეჭდილებები


ეჰ, მარტო აღმოჩნდა ეს ქალი...

ვინ გაგიგებს, თუ არა საყვარელი ოთხფეხი... :)

ვიღაცას აშკარად ლუკმა ყელში არ გადასდის ამის შემხედვარე












დიახ, ეს ბინა ვაჟაზეა და აქაც ცხოვრობენ

იდეალური კოლეგები...


დაღლილი ქსატია :)



...და ეს პოლიციელი ვინმეს გამლახავია?


მაისაშვილს უსმენს...


მაისას ქადაგებანი...


უსმენს...

ტაშ(ტ)ები

ცელოფანწაღებულნი...

ქუთაისის სიამაყე, "რიონი" გამოჩნდა!



0 Comments

Post a Comment

Copyright © 2009 zurriuss-დღიური All rights reserved. Theme by Laptop Geek. | Bloggerized by FalconHive.