1

დათო ტურაშვილი უნივერსიტეტში

Posted by zurriuss on 12:38 PM in

3 აპრილი, 2009 წელი.
მოვიდა, დადგა. ცოტა, დაღლილი ვარო. სიმპათიურად საუბრობს. დარბზში ხმარუია. უკანა რიგებში, ძირითადად, გოგონები ღიზიანდებიან ხმაურის გამო და ტონალურით “გარუჯულ” სხეებს მანჭავენ. დარბაზი სკამების ნაკლებობას განიცდის და თითოეული ცარიელი სკამის გამოჩენას უდაბნოში ნაპოვნი ოაზისივით ხვდებიან.
9 აპრილი, სემდეგ სკუპ... და ქალიშვილობის ინსტიტტუტი. ანუ ფეხების გაშლა-არგაშლის საკითხი ქალებში. ისე გააჭირეს ამათაც საქმე! რაღა უნდა ითქვას ახალი ამასთან დაკავშირებით? გინდა? - გექნება, არ გინდა? - არ გექნება ი ვსიო. მაგრამ საქართველოში გოგომ ეგრე რომ ქნას, ოჯახის თითოეული წევრი პერსონალრად გაუხევს სახეს. ასე რომ, სადღაც გულის სიღრმეში, მეც თანავუგრძნობ ჩვენს გოგონებს... რაც მთავარია, დათოც ჩემს იდეებს ეთანხმება (თუ მე მისას?). თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას. ორივენი ერთსა გზასა ვადგავართ...
ჩაერთვება, ჩაეყაყაყანება დარბაზი. ლექტორ ხათუნა ჩარკვიანს დიდი ძალისხმევის ფასად უწევს მათი დაწყნარება (დოსიე: ქალბატონი ხათუნა ჩარკვიანი. ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი. კითხულობს ლექციებს ჟურნალისა და გაზეთის წარმოებაში. უყვარს სიკეთე, სიკეთე, სიკეთე და ბევრ თემაზე საუბარი. სტუდენტების გულის გასახარად უნივერსიტეტში იწვევს ბევრ ცნობილ სახეს. მოკლედ, ერთი ჩარკვიანი ნაციონალებშია და რუსუდან კერვალიშვილი ჰქვია და მეორე - ჩვენთანაა, თანაც ორიგინალის სახით. P.S. ჩემი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელია). 
არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება _ გვეუბნება დათო, _ ომისა ნუ შეგესინდებათ, ის აღარ მოხდება. ღმერთმა გისმნოს, დათო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ დათოზე ადრე ბევრი არაფერი მსმენოდა. საერთოდ, ისეთი ადამიანები უფრო იწვევენ ჩემს ინტერესს, რომელთა შესახებაც ადრე არაფერი მსმენოდა. ასე გახდნენ ჩემი ფავორიტები უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ლა დივინა ანუ მარია კალასი და ა.შ. ეგებ, დათოც მათს რიცხვს შეუერთდეს. ვნახოთ, ბატონო. პირადად მე სულაც არ ვიქნები ამის წინააღმდეგი. უნივერსიტეტს დავუბრუნდეთ: უმცირესობისა და მათი აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ და უმრავლესლობამ არ უნდა გადავუაროთ მათო _ გვითხრა. სააკაშვილსაც ერთი-ორჯერ შეეხო და მოღადავ-მოჭიჭყინ-მოსერიოზულო ტონით ისე მოჰყვა საუბარს, რომ გაახარა გოგონათა გულები. 
ჰოი, საოცრებავ! მიშა სამხარაძემ, თსუ-ს კოლორიტმა ნაციონალმა, სურვილი არ გამოთქვა, დაეცვა დათოსგან გაკრიტიკებული პრეზიდენტი. ორი შეკითხვა დასვა, მაგრამ არ მახსოვს, რა. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ფეხზე არ ადგა (როგორც ჩვევია) და ხმამაღლა, ხელებგაშლილი არ მოჰყვა დარბაზის დამოძღვრას. მიუხედავად მიშას თსუ-ს აბრაამობაზე პრეტენდენტობისა, იგი მაინც ძალიან მიყვარს.
შოთა ადამაშვილს, რომელიც ტეხასურ ქუდსა და გიტარას ვერ იშორებს, გაუჩნდა მოსაზრება, რომ ქვეყანა იმართება ქვევიდან ზევით. საინტერესოა, რომელ ქვეყანას გულისხმობდა შოთა. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლება ხალხიდან წამოსული მესიჯებით აგებს თავისი პოლიტიკის მიმართულებებს. საქართველოში კი, ქვეყნის ქვევიდან ზევით მართვა, შეღიტინებაში უფრო გამოიხატება.
შემდეგ, ისევ სააკაშვილის თემა... ქვეყანაზე უკვე არაფინ ეუბნება გამარჯობასო. რაში მაინტერესებს, რას იზამსო. პრობლემა ის არის, რომ იგი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია და თAვად ქმნის პრობლემებს, თორემ, პირადად მე, არც სააკაშვილი მიყვარს და არც ალასანიას ტუჩებზე ვგიჟდებიო! _ მართალია, რას ერჩი. სიყვარულით და ხვევნა-კოცნით მოყვანილი პრეზიდენტების დრო უნდა დასრულდესო. 
ვეთანხმები, ბატონო: მერე ეს ლამაზ-ლამაზი პრეზიდენტები ისე სუქდებიან, რომ, მხოლოდ გარეგნობისაა და მიხვრა-მოხვრის გამო რომ მოგვწონდნენ, მერე ესეც აღარ გვიზიდავს და ასე, შეძულებულები გადავაგდებთ ხოლმე თანამდებობიდან. ასეთები ვართ ქართველები. გვგონია, ლამაზ და მოხდენილ ხალხს შეუძლიათ პოლიტიკის კეთება. კი, შეუძლიათ, მაგრამ, აბა, სად არიან? ჩვენთან ეგეთები, ძირითადად, არჩევნებით ან მიტინგებით კი არა, მოდელობითა და მსახიობობით არიან დაკავებულები. და მერე რა, რომ პოლიტიკისა არაფერი გაეგებათ. ამათ ხო გაეგებათ რო... :)
მიუხედავად იმისა, რომ დათო ბევრს ახალს არაფერს ამბობს, მაინც მომწონს. ზოგჯერ ძველის მოსმენაც განიჭებს კაცს სიამოვნებას. გაფიქრებს. საერთოდ, რასაც ხშირად უსმენ, ის მხოლოდ ლიტონ სიტყვებად იქცევა შენთვის და იქიდან აზრს უკვე აღარ აქცევ ყურადღებას. ასეა ყველაფერში. ხოლო თუ ცოტა ხნით აღარ მოუსმენ ერთსა და იმავეს და მერე ისევ მიუბრუნდები, გონება მას ახლებურად გაიაზრებს და, ვინ იცის, ეგებ ძვირფასი რაღაც-რაღაცებიც კი აღმოაჩინო მათში. ასე იყო დათოს შემთხვევაშიც. მისმა ნათქვამმა რამდენიმე დეტალზე დამაფიქრა და მივხვდი, თუ რატომ კიდევ დიდხანს არ მოგვიხსენიებენ პარიზის გვერდით (თუ თვითონ პარიზი არ ჩამოვიდა ჩვენს დონემდე). თუმცა, ახლა ამის მიზეზის ახსნას არ შევუდგები..
უი, დათოს თურმე, უნივერსიტეტში სწავლის დროს, “საროჩკა” ჰქონია შარვლიდან “ამოჩაჩული” და სულ ეჩხუბებოდნენ, “ჩაიტანიე, ჩაიტანიეო”... :)))
კარგ თემებზე გადავედით: მშობლები და შვილები. ქართველების კომპლექსი: ჯიბეგახვრეტილს რომ მესამე თაობის “ნავაროჩენნი” მობილური აქვს და ა.შ. ჰოდა დათომაც ასე თქვა: “მამამ თუ შვილს მანქანა და ბინა უყიდა, აბა რაღა დარჩენია შვილს გაჩხერის გარდა? თუ მისი ცხოვრების მთავარი საზრუნავი უკვე შესრულებულია, ე.ი. მიზანიც მოკლული აქვს და გაიჩხირავს, აბა, რას იზამს!” მართალი ხარ, დათო, მართალი!
სანამ წავიდოდა, მარადონაზეც გვესაუბრა. შეხვედრია კიდეც და მისი მემუარის თარგმანსაც გამოაქვეყნებს მალე. როცა დარბაზი აიშალა, მივედი და ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” მისეული, ბარსელონური სტატია ვაჩვენე. ჯერ გაოცდა, შემდეგ კი გაუხარდა. ავტოგრაფიც დავასმევინე, სურათიც გადავიღე და ხელიც ჩამოვართვი. “კარგად იქნება ყველაფერი” _ აღგვითქვა დათომ. აბა ჰე. ჩაო, დათო.

1 Comments


ამ დარბაზში სულ ასეთ "წითელ" სურათებს რატომ იღებს?:)))

Post a Comment

Copyright © 2009 zurriuss-დღიური All rights reserved. Theme by Laptop Geek. | Bloggerized by FalconHive.